რეგიონი
ცაიშის სასათბურე მეურნეობის მუშები გაიფიცნენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სასათბურე მეურნეობის 50-მდე მუშა გაიფიცა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვდნენ, ამასთან მუშები აცხადებენ, რომ დაითხოვეს.

"დღეში 20 ლარს ვიღებთ. ვითხოვთ ხუთი ლარის დამატებას. უარს გვეუბნებიან. ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, სამსახურიდან ჩვენი ახლობლები და ნათესავებიც გაათავისუფლეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
თავის მხრივ, კომპანია "STIMOR ASSOCIATE"-ში აცხადებენ, რომ მუშები სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდნენ.

"ამ ეტაპზე კომპანიას 5 ლარის დამატების შესაძლებლობა არა აქვს. მათ შეუძლიათ მოვიდნენ და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ", - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიკა ქორქიამ.

სასათბურე მეურნეობის თანამშრომლებს გადაწყვეტილება სამსახურში დაბრუნების თაობაზე ჯერ არ მიუღიათ.


Print