რეგიონი
ზუგდიდის რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება
17 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „წალენჯიხა“ ( ქვესადგურები: ზუგდიდი-4 და ზედა ეწერი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 7573 აბონენტს (ქალაქი 4109 და 3464 აბონენტი სოფლები: კალინინი, ოდიში, რიყე, ნაწულუკუ, ზედა ეწერი და მიმდებარე სოფლები).
Print