რეგიონი
სამეგრელოს ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
18 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ცაიში“ (ქვესადგური ცაიში), რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 1542 აბონენტს (სოფლები: საჯიქიო, ცაცხვი, ცაიში, ოქტომბერი).

ასევე 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „სენაკი -35“ გეგმიური დიაგნოსტიკური გაზომვების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ სენაკის მომსახურების ცენტრის 6073 აბონენტს( 2983 ქალაქი სენაკი და 3090 აბონენტი სოფლები: პირველი ნოსირი ძველი სენაკი, ნატოჩაო).

დღესვე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 15:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ტეხურა“ (ქვესადგური ნოსირი) გეგმიური დიაგნოსტიკური გაზომვების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ სენაკის მომსახურების ცენტრის 686 აბონენტს(სოფლები:გეჯეთი,თევზმშენი, წისქვილკომბინატი).

ხოლო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ტეხურა“ გეგმიური დიაგნოსტიკური გაზომვების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბაშის მომსახურების ცენტრის 9345 აბონენტს ( 2909 აბონენტი ქალაქი და 6436 აბონენტი სოფლები: წყემი, ნორიო, კვათანა, სეფიეთი, სუჯუნა, კეთილარი, ტყვირი და მიმდებარე სოფლები).

Print