რეგიონი
პრემიერმა ზუგდიდში საოჯახო სასტუმრო „თბილი სახლი“ მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებული საოჯახო სასტუმრო „თბილი სახლი“ მოინახულა.

გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა სასტუმროს დამფუძნებლებმა - ირაკლი ყალიჩავამ და მაკა კორკელიამ გაუწიეს. მათ პრემიერს განუმარტეს, რომ ამხანაგობაში გაერთიანების შემდეგ დააარსეს საოჯახო სასტუმრო.

მათ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გაიარეს ტრენინგი და მიიღეს 10 000 ლარის მოცულობის დაფინანსება. ამ თანხით მეპატრონეებმა შეიძინეს ინვენტარი სასტუმროს კეთილმოსაწყობად და პირობების გასაუმჯობესებლად.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მნიშვნელობას.

მისი თქმით, პროგრამის უმთავრესი ამოცანაა, რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეთა მხარდაჭერისა და რეგიონული ბაზრების განვითარების გზით.

Print