რეგიონი
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით რეგიონში დროშები დაუშვეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით  სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. 

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა. საქართველოში საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
Print