რეგიონი
ფოთს და ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
4 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 9:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური პატარა „ფოთი - I“ სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ფოთის მომსახურების ცენტრის 4193 აბონენტს ( შტაბისა და ნაბადის უბანი).

ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“-ის 6 კვ. ფიდერები: N1, 11:00 საათიდან 12:30 საათამდე -1105 აბონენტი და ფიდერი N 2 12:30 საათიდან 14:00 საათამდე - 1553 აბონენტი, გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 2658 აბონენტს ( ქალაქის ცენტრი).

Print