რეგიონი
ზუგდიდში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 10 მარტს  H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ რადიო "ათინათს" დაუდასტურა.

"გიდასტურებთ პაციენტის გარდაცვალებას,პიროვნების იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენთ",-განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს 38 პაციენტიდან  გრიპის ვირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 12-ს ღორის გრიპი დაუდგინდა.
Print