რეგიონი
14-15 მარტს ზუგდიდს და სენაკს ელექტროენერგია შეეზღუდება
14 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“-ის 6 კვ ფიდერი N 10 11:00 საათიდან 12:30 საათამდე - 640 და ფიდერი N11 12:30 საათიდან 14:00 საათამდე 535 აბონენტი გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 1175 აბონენტს ( ქალაქი).

ასევე,11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ცივი“ (ქვესადგური ფოცხო-I-II) სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის მომსახურების ცენტრის 1224 აბონენტს (სოფლები: ლეძაძამე, ფოცხო-კიროვი, კოლოპია, უშაფათი, ფოცხო ცენტრი).

15 მარტს კი გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“-ის ტ-1 ის 35 კვ შემყვანი 5-10 წუთით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში (ჩართვა-გამორთვისას) გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 7743 აბონენტს ( ქალაქი).

Print