რეგიონი
ზუგდიდში დევნილთა ახალ დასახლებას მეექვსე დღეა, წყალი არ მიეწოდება (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებას წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, 10 თვის განმავლობაში, როგორც ლტოლვილთა სამინისტროს, ისე ადგილობრივ მთავრობას წყლის პრობლემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა - უშედეგოდ.

დევნილებს ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა შეხვდა და წყლის პრობლემის მოგვარების პირობა დადო.
Print