რეგიონი
ბრიტანეთის ელჩი სამეგრელოშია
დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საანგარიშო სხდომას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი დაესწრება.

საკრებულოს ინფორმაციით, სხდომას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია გახსნის, რის შემდეგაც საკრებულოს წინაშე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგებიან საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების წარმომადგენლები.

ამასთან, სხდომას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

13:30 საათზე უცხოელი დიპლომატი ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

Print