რეგიონი
"მეტრო პლუსის" ოფისში ფოთის მერის ძმა იმყოფებოდა
ზუგდიდში, "მეტრო პლიუსის" ოფისში ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ძმა, ვახტანგ კაკულია იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. მძღოლების განცხადებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიას "მეტრო პლიუსი" სწორედ, ფოთის მერის ძმა ლობირებს.

ცნობისთვის, დილიდან ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც "მეტრო პლიუსის"ავტობუსს დღეს თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უნდა განეხორციელებინა, მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ამავე აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

Print