რეგიონი
ზუგდიდში ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრეს
ზუგდიდის “დემოკრატული ჩართულობის ცენტრში” ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე იმსჯელეს.
რეგიონული კონფერენცია საქართველოს "ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის “ ორგანიზებით გაიმართა.

დისკუსია მმართველობით პროცესში მოქალაქეების ჩართულობას, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების გზებს და ხელისუფლების კომპეტენციების გადანაწილებას შეეხო.

ასოციაციის ექსპერტის კახა გურგენიძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეების პასიურობაზე საუბრობენ, ხოლო თავის მხრივ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები თვლიან, რომ საკრებულოს სხდომების ჩატარების შესახებ საზოგადოება არასათანადოდაა ინფორმირებული.

კახა გურგენიძის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის გასამარტივებლად, ორგანიზაცია რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს გასცემს.

კონფერენციას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის წარმომადგენლები და სათემო ლიდერები დაესწრნენ. შეხვედრა "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის" (ALDA, საფრანგეთი) პარტნიორობით და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოსთან (LDA, საქართველო) თანამშრომლობით გაიმართა.
Print