რეგიონი
ზუგდიდისა და აბაშის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
18 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -3“-12:30 საათიდან 14:00 საათამდე, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქალაქის მომსახურების ცენტრის 1912 აბონენტს. 

ასევე,11:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „დაფნარი“სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩება აბაშის მომსახურების ცენტრის 720 აბონენტი (სოფელი პირველი მაისი).

Print