რეგიონი
გუბერნატორის სამი წლის ანგარიში არასამთავრობოებს
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციებს სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მთავრობის სამი წლის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრაზე გუბერნატორმა რეგიონში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები გააცნო და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გუბერნატორის განმარტებით, უახლოეს მომავალში განსხორციელებელი პროექტებიდან, პრიორიტეტული ახალგაზრდებისთვის სპორტკოპლექსის და საცურაო აუზის მოწყობაა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ტურიზმის საკითხით დაინტერესდნენ და მის განვითარებასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს, ასევე შეკითხვები შეეხო ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაციას.



Print