რეგიონი
კვლევის პრეზენტაცია "საჯარო მოხელის შეფასების სისტემა- ევროკავშირის წევრები საქართველო" (ვიდეო)

ზუგდიდში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კველევის პრეზენტაცია „საჯარო მოხელის შეფასების სისტემის“ შესახებ გამართა.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა და აქტიურმა მოქალაქეებმა იმსჯელეს, იმაზე თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესები და პირობები.

ასევე ისაუბრეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებულ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემების მოდელები და განიხილეს საია-ს მიერ მომზადებული რეკომენდაციები : საჯარო მოხელის შეფასების არსის, შეფასების სისტემის სამართლებრივი რეგულირების, შეფასების პროცესის , შეფასების კრიტერიუმისა და საჯარო მოსამასახურეების მიერ შეფასების შედეგების გასაჩივრების შესახებ.

ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღო, რომელიც 2017 წლის 1იანვრიდან ამოქმედდება.

Print