რეგიონი
ინგირში ორი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართი დაიწვა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში ჩასახლებული ორი დენვილი ოჯახის საცხოვრებელ ფართს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო სამსახურის 4 ბრიგადა იყო მობილიზებული, თუცმა საცხოვრებელი ფართების გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე დაზარალებლი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

შემთხვევის ადგილე მივიდნენ დევნილთა ადგილობრივი სამმართველოს და ზუგდიდის გამგეობის წრმომადგენლებიც, რომელთა განმარტებით, ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებამდე დაზარალებულ ოჯახებს ქირით გადაიყვანენ საცხოვრებლად.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
Print