რეგიონი
საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე ლევან შონიას შეხვდა (ვიდეო)
სამეგრელოში სამუშაო ვიზიტით მყოფი საფრანგეთის ელჩი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიას შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში ტურიზმის, ენერგეტიკის და აგრარული სექტორის განვითარებაზე ისაუბრეს, რა დროსაც საფრანგეთის ელჩმა ამ სფეროების განვითრების ხელშეწყობის პირობა დადო.

ელჩის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლოიანობას და არის მზაობა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის იყოს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა.

ვიზიტის ფარგლებში პასკალ მენიე ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას შეხვდა.მანამდე კი ფრანგი სტუმარი ალენ მიურეტის ოჯახს სტუმრობდა.

 

 

 

 

 

 

Print