რეგიონი
ლევან შონიამ წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. იგი ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვლადიმერ ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორცილებს საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. პროექტის ღირებულება 39 593 106 დოლარს შეადგენს. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია, „ას-ინშაათი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 ადგილობრივი მცხოვრები. პროექტის ფარგლებში აშენდება სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელები და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

პროექტის განხორციელების შემდეგ  ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ასევე მოხდება ქალაქ ზუგდიდის წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ 38 მილიონი ლარია. წყლისა და წყალარინების სისტემა ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლომდე შევა.
Print