რეგიონი
გუბერნატორი ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო (ვიდეო)
სამეგრელო-ზემოს სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ობიექტზე, სადაც ამჟამად მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "დაგი" ახორცილებს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპის – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. პროექტის ღირებულება 9`747`000.00 ლარს შეადგენს.

ცენტრალური მოედანი 7 233 მაყურებელზეა გათვლილი, სათადარიგო კი 1 224 მაყურებელზე. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნურით.

Print