რეგიონი
ახალაბასთუმნის მოსახლეობა დაზიანებული გზის შეკეთებას ითხოვს(ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილები აცხადებენ, რომ კომბინატის დასახლებაში მშენებარე სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო სოფლის გზა დაზიანდა.

"რაც მძიმეწონიანმა მანქანებმა დაიწყეს მოძრაობა გზა იმდენად გაფუჭდა, რომ წვიმის დროს აქ გუბეები დგება. ვითხოვთ სასწრაფოდ შეკეთებას" - აცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები.

მოსახლეობა კომბინატის ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან გზის დროულად შეკეთებას ითხოვს.



Print