რეგიონი
ზუგდიდში მოსწავლეებს ნატოზე და ევროკავშირზე ესაუბრნენ (ვიდეო)
საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და არსებული გამოწვევების შესახებ დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებს ესაუბრნენ.

ახალგაზრდებს "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" დამფუძნებელი და ლიდერი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი" ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი შეხვდა.

მან მოზარდებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის, ასოცირების დღის წესრიგისა და არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ახალგაზრდა ლიდერს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

შეხვედრა "ნატო-ს კვირეული 2016"- ის ფარგლებში იმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.

Print