რეგიონი
9 აპრილის გმირების ხსოვნას ზუგდიდში პატივი მიაგეს (ვიდეო)
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მოგვიანებით, ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა არტ-გალერეაში საკუთარი ნახატების გამოფენა მოაწყვეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.


Print