რეგიონი
ზუგდიდში მე-13 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზუგდიდში სრულად რეაბილიტირებული #13 ბაღი გაიხსნა.  აღნიშნულ შენობაში გარემონტდა ყველა ოთახი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და დამონტაჟდა გამათბობელი ტექნიკა.

სკოლამდელი დაწესებულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი გოგოხიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

#13 საბავშვო ბაღის აღდგენისთვის  141 783,82 ლარი დაიხარჯა.

Print