რეგიონი
ზუგდიდის თეატრის დაარსების დღე თეატრალიზებული აქციით აღნიშნეს (ვიდეო)

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის წინ

მოქალაქეებმა თეატრალიზებული აქცია გამართეს. ისინი თეატრის შენობის წინ შეიკრიბნენ, სანთლები დაანთეს და ცაში ფრანები გაუშვეს. ამ ფორმით მათ თეატრს 148 წლის იუბილე მიულოცეს.

მოგვიანებით მოქალაქეებთან დასის წევრები მივიდნენ და მადლობა გადაუხადეს. აქციის მონაწილეებს და მსახიობებს იმედი აქვთ, რომ ზუგდიდის თეატრი 150 წლის იუბილეს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდება.

ცნობისთვის, ზუგდიდის თეატრის შენობა დანგრევის პირასაა და იქ დროებით სპექტაკლები არ იმართება.

 

Print