რეგიონი
ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში სასმელი წყალი დაბინძურებულია
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ახალ დასახლებაში გავრცელებული ინფექციის წყაროდ სასმელი წყალი დასახელდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, წყალი მიკრობოილოგურად დაბინძურებულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში განმარტეს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ინფორმირებულია რეგიონული განვითარების ფონდი და პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.

"ჩვენმა სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სასმელი წყალი გადადუღების გარეშე არ დალიონ", - განუცხადა რადიო "ათინათს" დევნილთა სამმართველოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ.

ცნობისთვის, გასულ კვირაში დევნილთა ახალ დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს აღენიშნებათ. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენები მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობენ.

Print