რეგიონი
პეტიცია - "ხალხის ხმა თვითმმართველობაში"
ზუგდიდში ასოციაცია „ათინათის“ სააქტო დარბაზში პეტიციის , „ხალხის ხმა თვითმმართველობაში“, პროექტი განიხილეს.

აღნიშნული პროექტი სამ რეგიონს, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, რომლის მიზანია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა, მისი ინფორმირება მუნიციპალიტეტებში პეტიციების განხილვისა და ამოქმედების პრაქტიკის შესახებ.

პროექტი, „დემოკრატიული ინსტიტუტის“, ასოციაციის “ათინათი“, საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარი“, ახალგაზრდული ცენტრის „გურიიდან“ მხარდაჭერით და USAID დაფინანსებით, 2016 წლიდან ხორციელდება.

Print