რეგიონი
ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში დაბინძურებულ წყალს წმენდენ
ზუგდიდში, დევნილთა ახალ დასახლებაში სასმელი წყლის გაწმენდითი ღონისძიებები მიმდინარეობს.დახმარების სახით სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, რისი დასრულების შემდეგ წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების კვლევა კვლავ ჩატარდება.მოსახლეობას სასმელი წყალი ინდივიდუალური ჭაბურღილიდან მიეწოდება.

ცნობისთვის, დევნილთა დასახლებაში სასმელი წყალი მიკრობოილოგურად დაბინძურებულია. გასულ კვირაში დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს აღენიშნებათ. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენები მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობენ.

Print