რეგიონი
სენაკში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს პირადი ჩხრეკისას, ATMACA-2004-LIGT“-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩნდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2016 წლის 23 მარტს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

Print