რეგიონი
ზუგდიდი ვლაქერნობის დღესასწაულის აღსანიშნავად მზადებას იწყებს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ სხდომაზე სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„წელს ვლაქერნობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ველოდებით სტუმრებს, მომლოცველებს როგორც საქართველოს ქალაქებიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად, ქალაქი მზად უნდა იყოს სტუმრების მისაღებად. კომისია, ადგილობრივი ხელისუფლება, ეპარქიასთან ერთად აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით,“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში ყოველი წლის 15 ივლისს იმართება, რა დროსაც ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელისა და ზუგდიდის მუზეუმში დაცული სხვა სიწმინდეების გამობრძანება.
Print