რეგიონი
2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ხარჩილავამ და ამავე კომისიის წევრმა კახაბერ ფარცვანიამ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.
გასული წლის ბიუჯეტის შესრულებას თენგიზ ხარჩილავა პოზიტიურად აფასებს და აცხადებს რომ ბიუჯეტი მოქალაქეების სასარგებლოდ 95% -ით შესრულდა.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მოქალაქე ეგნატე შამუგია და აცხადებს,“ რომ ბიუჯეტის 95 % შესრულება მხოლოდ ქაღალდზე ჩანს და რეალურად არ შესრულებულა“.
მისი თქმით, წლის დასაწყისში არსებული გეგმა, წლის ბოლოს არ განხორციელებულა 100% -ით, რადგან ნოემბერ - დეკემბერში ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, „გეგმას მოაკლდა თანხები, სადაც ვერ ხერხდებოდა ბიუჯეტის შესრულება“.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ.

Print