რეგიონი
სააღდგომოდ ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი მატარებელი გავა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ დამატებით ჩქარ ელექტრომატარებელს (#880/879) ზუგდიდის მიმართულებით ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისიდან 29 აპრილსა და 1 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს ორ-ორი დამატებითი რეისი შესრულდება.

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 გავა, ზუგდიდში - 06:36 საათისთვის იქნება, ზუგდიდიდან მატარებელი გამოვა 01:30 საათზე, ხოლო თბილისში 07:05 საათისთვის იქნება.
Print