რეგიონი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, მესამე - მძიმედ დაშავდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა,  ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამ დროისათვის მძღოლი დაკითხვაზე იმყოფება.

Print