სპორტი
"მსოფლიო გარბენი" ზუგდიდში (ვიდეო)

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით „  მსოფლიო გარბენის “ (Wings For Life - World Run) აქცია გაიმართა, რომლესაც დღეს ზუგდიდი შეუერთდა.

5 -კილომეტრიან მარათონში მონაწილეობა სტუდენტებმა, ლექტორებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გარბენში 150 ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ღონისძიების სპონსორებმა გამარჯვებულებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
Print