რეგიონი
ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში გამოფენა მოეწყობა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ, 12- დან  17 საათამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები გამოიფინება.გამოფენა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები, აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი, სადაც ჩხენკელი კვინტრაზეს სთხოვს, გადასცეს ეროვნულ საბჭოს დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.

ზუგდიდის შემდეგ გამოფენა, 15 მაისს ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მოეწყობა, გარდა ამისა უნუკალური ექსპოზიცია საქართველოს 7 ქალაქში გამოიფინება.

Print