რეგიონი
„რესპუბლიკელებმა“ კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე ზუგდიდში აღნიშნეს
ზუგდიდში, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით და ორგანიზებით, დადიანების ისტორიული სასახლის ეზოში მიღება გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე გამსახურდიას 123 -ე საიუბილეო წლისთავს მიეძღვნა, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმღვანელი გიორგი თოდუა და პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები დაესწრნენ.

პარტიის ლიდერებმა და მიწვეულმა სტუმრებმა კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე, მის მიერ ქვეყნის დასავლურ განვითარებაში შეტანილი წვლილზე ისაუბრეს.

გიორგი თოდუას განცხადებით, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალი განთავსდება. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა უახლოეს დროში გაჟღერდება და სამუშაოებიც მალევე დაიწყება.

დღესვე, საზეიმო მიღებამდე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

Print