რეგიონი
შსს-მ ხობში უკანონო იარაღი ამოიღო
სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხობში შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 222 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი, "ეფ-1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და 2 ამფეთქი დეტონატორი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 მიმდინარეობს.

Print