რეგიონი
გამოწვევები და მიღწევები თვითმმართველობებში - დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. დისკუსია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინიციატივით გაიმართა.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას შეფასებით, თვითმმართველობამ სასიკეთო და მნიშვნელოვანი რეფორმა განიცადა. მან საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიღწევები აქვთ.

იურიდიული კომისის თავმჯდომარე ნუგზარ სარია მიიჩნევს, რომ ახალმა კოდექსმა ბოლომდე არ გაამართლა და "არის გარკვეული აცდენები". მთავარი პრობლემა მისი აზრით ქალაქის მცირე შემოსავლები და საჯარო მოხელეების დაბალი კვალიფიკაციაა.

თვითმმართველობებში გაზრდილ შტატებზე ამახვილებს ყურადღებას ნაციონალური მოძრაობა. შეხედრაზე პარტიის წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ მუნიცპალურ ააიპებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

დისკუსიის ერთ-ერთ საკითხად იქცა გენდერული დისბალანსი თვთმმართველი ორგანოების მაღალ პოზიციებზე. "გამჭვირვალობა" მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს მეტ ქალს მისცეს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ადგილობრივ ხელისუფლებაში.

Print