რეგიონი
სოფლის გამგებლებს თხილის შესაწამლი აპარატები გადასცეს
ზუგდიდის გამგეობამ თხილის პლანტაციების შესაწამლი სხვადასხვა ტიპის სპეციალური აპარატები შეიძინა. გამგეობის ცნობით, ტექნიკა სოფლის წარმომადგენლებს დღეს გადაეცათ. მანამდე, მათ აპარატურის გამოყენების ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. შესაწამლი მოწყობილობის საკუთარ პლანტაციაში გამოყენება ნებისმიერ ფერმერს უსასყიდლოდ შეუძლია.

"თხილის მოსავალი ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გავრცელებული მავნე მწერები კი თხილის კულტურის გადაშენებისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს, რის გამკლავებასაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვეძინა ეს აპარატურა", - აღნიშნა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.

დასავლეთ საქართველოში თხილის კულტურას ათობით მავნებელი აზიანებს. მათ შორის, ხარაბუზა, ამერიკული თეთრი პეპელა, სხვადასხვა სახეობის ტკიპები და სოკოები.

Print