რეგიონი
"ცოცხალი წიგნები" ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქართველი მწერალები მკითხველებს შეხვდნენ და საკუთარი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები წაუკითხეს. მწერალთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ცირა ყურაშვილი, შორება ლებანიძე, ნინო სადღობელაშვილი, ბექა ქურხული, მანონ ბულისკერია, ივა ფეზუაშვილი, ქეთი დუმბაძე, ნიკა ჯორჯანელი და ლექსო ქურხული.

შეხვედრა კავშირი "პოეზიის მეგობართა კლუბი" საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტის "ცოცხალი წიგნები" ფარგლებში გაიმართა. ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მას მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე ხელმძღვანელობს.

აღნიშნული შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით შედგა.

პროექტი "ცოცხალი წიგნები" ორი წელია ხორციელდება. გასულ წელს მას საზოგადოების გამოკითხვის საფუძველზე, წლის საუკეთესო პროექტის სახელი მიენიჭა. ზუგდიდის შემდეგ ჯგუფი მესტიაში ჩავა.



Print