რეგიონი
სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ზუგდიდში ბიზნეს-სექტორს შეხვდება
9 ივნისს, 15 საათზე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ქალაქ ზუგდიდში ბიზნეს-სექტორს შეხვდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" უწყების პრესსამსახურიდან შეატყობინეს.  ღონისძიებას 40-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

თავდაპირველად სავაჭრო-სამრეწველო პალატის გუნდი დამსწრე საზოგადოებას საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს, ასევე საუბარი იქნება საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებაც.

პრეზენტაციების შემდეგ ნინო ჩიქოვანი პირადად მოისმენს ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის პრობლემებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, შემდეგ კი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ზუგდიდში ფქვილისა და თხილის ქარხნებს დაათვალიერებს.

Print