აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება სამეგრელოში (ვიდეო)
11:59 / 14.06.2016
13 ივნისს, ზუგდიდში ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით გაიმართა
პროგრამა
,,მომავლის თაობის" აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება,
რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ პარტნიორი სკოლების,
საგანმანათლებლო რესუსრს ცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები, მშობლები და ადგილობრივი მედია.
ღონისძიებაზე შეჯამდა პროგრამის ერთწლიანი მუშაობა, მოსწავლეებმა
წარმოადგინეს პრეზენტაციები და გამოვლინდა ტექნიკის კონკურსში
გამარჯვებული სამოქალაქო კლუბები და განათლების პედაგოგები.
პროგრამას ახორციელებს PH International საქართველოში ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო სამეგრელოს რეგიონში პროგრამის
პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
მასალის გამოყენების პირობები