რეგიონი
აქცია "ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" ზუგდიდშიც გაიმართება
"თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქცია ზუგდიდშიც გაიმართება,რომელსაც ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი გაუწევს ორგანიზებას.
შეკრების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"ერთი წლის წინ, 17 ივნისს, საქართველოში მოქმედ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ლევან აბზიანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ აბზიანიძეს, პოლიციელებმა შარდმდენი აბები დაალევინეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. მკვლელი პოლიციელები კი კვლავ სამართალდამცველთა პოზიციებს ინარჩუნებენ)
შემოგვიერთდით:
- რადგან, დეკრიმინალიზაცია აუცილებლობაა და არა წინსვლა.
- რადგან, ურინოტესტირება ჩვენს ღირსებას ლახავს.
- რადგან, ნარკოტიკული საშუალების უმცირესი ოდენობით ფლობა 8 წლიან სასჯელს უდრის.
- რადგან, კოლოსალური რაოდენობის ჯარიმებს მოქალაქეთა სოციალური ფონი კატასტროფამდე მიჰყავს.
- რადგან, სახელმწიფოს ციხე წამალდამოკიდებულთა სამკურნალო დაწესებულება ჰგონია.
- რადგან, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლის სტიგმატიზაცია, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის იარაღია.
შემოგვიერთდით, ჩვენი გულგრილობა ტრაგედიების საფუძველია.
შემოგვიერთდით, არ მივცეთ უფლება უსამართლო კანონს წაგვართვას ღირსეული მომავალი.
შემოგვიერთდით, სამუდამოდ დავასრულოთ უდანაშაულო ადამიანებზე ზრუნვის სახელით წარმოებული ტერორი.
შემოგვიერთდი, დავარღვიოთ სიჩუმე სიმართლის სასარგებლოდ.
ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს!
ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს!
უსამართლო კანონი უნდა დასრულდეს!"

აქციის მონაწილეები დღეს, 20:00 საათზე ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან  (მაკდონალდის გვერდით) შეიკრიბებიან.
Print