რეგიონი
"ერთად დავამარცხოთ კიბო" - საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც კიბოს პრევენციას და ადრეული გამოვლენის სტადიას  ეხებოდა. პროექტის მიზანია გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება და ამ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრას მედიკოსები, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები და ჩეხი სტუმრები ესწრებოდნენ. ჩეხეთიდან მოწვეულმა ექიმმა ცოლ-ქმარმა საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები აუდიტორიას გაუზიარა. პროექტის კოორდინატორის თამარ კურტანიძის თქმით, კიბოს პრევენცია ერთ-ერთი მნიშნელოვანი თემაა, რადგან ხშირია დაგვიანებული შემთხვევები.

„ეს არის ერთ -ერთი ეფექტური მეთოდი იმისათვის, რომ დაძლეულ იქნას სტიგმა და დროულად იყოს მიღებული ზომები ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად,“ -აღნიშნა მან.

პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთობების მემორანდუმის ფარგლებში, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას ჩეხეთის განვითარების სააგენტო "კარიტასი" უზრუნველყოფს. მსგავსი შეხვედრები სამეგრელო-ზემო სავნეთსა და გურიაში ტარდება.

Print