რეგიონი
ზუგდიდში საჯარო ლექცია "ამბავი და ლიტერატურა" მოეწყო (ვიდეო)

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მწერალმა და გამომცემელმა ზვიად კვარაცხელიამ საჯარო ლექცია გამართა.

დისკუსიის," ამბავი და ლიტერატურა“ მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო.

მან დამსწრე საზოგადოებას თავისი ნაწარმოებებიდან რამდენიმე ეპიზოდი წაუკითხა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიება ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და აქტიური მკითხველები დაესწრნენ.


Print