რეგიონი
კორცხელში ერთი პირი დაჭრეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ზ.ხასია დაჭრეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. 

შსს-ში რადიო "ათინათს" განუცხდეს,რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, იგი სანადირო თოფიდან დაჭრეს.
Print