რეგიონი
რაულ ხაჯიმბა ფიჩორის მოსახლეობას პირველად შეხვდა
რაულ ხაჯიმბამ გალის რაიონის დაბალი ზონის რაიონულ ცენტრთან დამაკვშირებელი გზის ინსპექტირება მოახდინა. დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა, შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ შეკეთებული გზა გალამდე და ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე გაცილებით უფრო სწრაფად მისვლის საშუალებს იძლევა.

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, უახლოეს დროში გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებიდან გალის ცენტრამდე ავტობუსი იმოძრავებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყურადღება გაამახვილა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად დამატებითი საკონტროლო პუნქტები დაიხურება და გაძლიერდება სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების მუშაობა "ენგურის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.

მან აღნიშნა, რომ „ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს, გალის რაიონის მოსახლეობის ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ- პოლიტიკური ინტეგრაციისთვის“.

ამის შემდეგ, ხაჯიმბა სოფელ პირველ ოტობაიასა და ფიჩორში ჩავიდა, სადაც სასაზღვრო განყოფილებების მუშაობას გაეცნო და სოფლის მოსახლეობას შეხვდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლებს, ყველაზე მეტად სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და ახალი დოკუმენტების გაცემის საკითხები აინტერესებდათ.

გარდა ამისა, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა დაათვალიერა წყალსაცავი და ენგურჰესისკენ მიმავალი ახალი გზა.

სამუშაო ვიზიტისას, მას ახლდნენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი და გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია.


Print