ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, მხარეებმა მისი რატიფიკაციის დოკუმენტები გაცვალეს, იტყობინება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram არხი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებასაც.
სოხუმში, 25 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატად, ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა წარადგინა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს. ამის შესახებ აფხაზური „ცესკოს“ წევრმა რუსულ „ტასს“ განუცხადა.
აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მოსთხოვა ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიოს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი. ისინი მოუწოდებენ ასლან ბჟანიას, 10 დღის ვადაში მიიღოს საჯარო გადაწყვეტილება და „უარი თქვას ანტიხალხურ ინიციატივებსა და კანონპროექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „აღმასრულებელმა ხელისუფლებამ“ წინასწარ უნდა აცნობოს ე.წ. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის განზრახვის შესახებ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბასა და დევნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ონლაინ საუბარს სოხუმში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მიხაილ ბარციცის წინააღმდეგ, გაგრის რაიონის "გაის" ("სახელმწიფო ავტოინსპექციის") უფროსის ხაჯარატ ბგანბას დაჭრის საქმეზე, წერს
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე ორი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს გამოფენას ,,დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა“. დარბაზში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, გივი ნარმანიას, რობერტ სტურუას(უფროსი), მამია ახობაძის, გივი თორაძის, მიხეილ გაბუნიას, ჯიბსონ ხუნდაძის, ირინე ელიაშვილის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლია ფაჩულიას და სხვათა ნამუშევრები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.