რეგიონი
ლევან ბერძენიშვილი ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდში, Art House-ში ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი წიგნი – "წიგნიერების ევოლუცია" წარადგინა. იგი მოსაზრებების, სტატიებისა და ბლოგების კრებულს წარმოადგენს, სადაც ნათქვამია, რომ კითხვა კარგი და სასარგებლო საქმეა.

"ზუგდიდში გამოსვლა ნებისმიერი კაცისთვის, ნაბისმიერ თემაზე საპატიოა, იმ თვალსაზრისით, რომ ეს გამორჩეული აუდიტორიაა. ასეთი აუდიტორია საქართველოს ერთ-ორ ადგილზე იკრიბება და ამიტომ მე ყოველთვის ყურადღებით ვარ, როცა მეუბნებიან ზუგდიდში უნდა წავიდეთ", - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.

ღონისძიება გამომცემლობა "არტანუჯის" და ჟურნალ "ლიბერალის" ორგანიზებით გაიმართა.


Print