რეგიონი
საარჩევნო პლაკატებს შენობა-ნაგებობებზეც განათავსებენ

სპეციალური სტენდების გარდა, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე, გარე განათებისა და მგზავრთა მოსაცდელებშიც განთავსდება. შესაბამისი განკარგულება საკრებულომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების განთავსება, ფლობელის ნებართვის შემთხვევაში, ასევე ნებადართულია კერძო საკუთრებაში არსებულ შენობებზე.

ამავე განკარგულებით, გამოყოფილი ადგილი და განთავსების პირობები ყველა სუბიექტისთვის თანაარი უნდა იყოს.

არჩევნების დასრულების შემდეგ, ყველა საარჩევნო სუბიქტი ვალდებულია საკუთარი სააგიტაციო მასალები ჩამოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრება.

საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ადმინისტრაციულ შენობებსა და საგზაო ნიშნებზე.

Print