ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსკოლის მანქანა დაიწვა
ქალაქის ცენტრში, სასტუმრო "ოდიშის" შენობის წინ მსუბუქ ავტომობილს, რომელსაც ცეცხლი წაეკიდა, ავტოსკოლის ინსტრუქტორი ნანი არაჩემია მართავდა.

შემთხვევის დროს  მძღოლი მარტო იმყოფებოდა, რომელმაც კვამლის დანახვისთანავე ავტომობილი დატოვა და შველა ითხოვა. მისი თქმით, ტრანსპორტი ტექნიკურად გამართული იყო.

„არ ვიცი რას გაუჩნდა ცეცხლი, ალბათ გამოიკვლევენ და მეტყვიან ,“-აღნიშნა მან.




Print